LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 პროდუქტი, რომელიც სტრესსაც ამცირებს და წონის კლებასაც უწყობს ხელს

54
3-chill-the-strawberries

ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში სტრესის ჰორმონი კორტიზოლი გამოიყოფა, რაც თავის მხრივ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ცხიმოვანი საკვების მიმართ ლტოლვას ზრდის. ასეთ დროს რთულია ნებისყოფის მოკრება და არჩევანის ჯანსაღ პროდუქტზე გაკეთება.
არადა, არსებობს გარკვეული სასარგებლო საკვები, რომელიც დამშვიდებასა და ფოკუსირებაში დაგეხმარებათ. ამასთან, სხეულის იდეალურ ფორმასაც შეინარჩუნებთ.

1. შავი შოკოლადი
Kit-kat-ის მირთმევას დაძაბულობის განეიტრალება ნამდვილად შეუძლია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. 70%-იან შავ შოკოლადს კი ბევრად ხანგრძლივი ეფექტი ექნება. სამეცნიერო ჟურნალმა Proteome Research საინტერესო კვლევა ჩაატარა. სტრესულ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანები ორი კვირის განმავლობაში შოკოლადს ყოველდღიურად მიირთმევდნენ და სტრესის დონე საგრძნობლად შემცირდა. ეს დამამშვიდებელი ეფექტი კაკაოს მარცვალში არსებული ანტიოქსიდანტების დამსახურებაა.

2. მარწყვი
C ვიტამინის მაღალი შემცველობის დამსახურებით მარწყვი საუკეთესო ანტი-სტრესული ხემსია. როგორც ჟურნალი Biological Sciences-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, მარწყვის ორი კვირის განმავლობაში მიღებამ ცდისპირებს შფოთვა შეუმცირა და აკადემიური შესაძლებლობები გაუუმჯობესა.

3. ორაგული
ორაგული ომეგა-3-ით, ცხიმოვანი მჟავებით და სასარგებლო ცხიმებითაა მდიდარი. ეს ყველაფერი გულის დაავადებების პრევენციისთვის იდეალური ნაკრებია. გარდა ამისა, ორაგულის შემცველობა ორგანიზმში ანთებით პროცესებს ებრძვის და კანს კვებავს. სხვადასხვა კვლევებით დგინდება, რომ ორაგული შფოთვის სიმპტომებსაც ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები