LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 პროდუქტი, რომელიც დაღლილობას და სისუსტეს იწვევს – დიეტოლოგის რჩევა

54
eating-a-fried-chicken-wing

ალბათ ყველას გამოუცდია დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გარკვეული კერძის მირთმევის შემდეგ თითქმის მთელი დღე გასტანს ხოლმე. ყველაზე მეტად ეს გრძნობა დღესასწაულებს და გადატვირთულ სუფრას უკავშირდება. მაგრამ, იცოდით რომ არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ყოველდღიური რაციონის ნაწილია და შესაძლოა სისუსტის შეგრძნების მიზეზი იყოს.
ამერიკელმა დიეტოლოგმა დაასახელა 3 პროდუქტი, რომელსაც მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

1. გაზიანი სასმელი

გაზიანი ტკბილი სასმელი სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად ზრდის. თუმცა, ამ გზით გაზრდილი შაქრის დონე მალევე იკლებს და შედეგად ორგანიზმი დაღლილობის შეგრძნებას განიცდის. გაზიანი სასმლის ნაცვლად სპეციალისტი ყველას ჩვეულებრივი წყლის მირთმევას ურჩევს.

2. ტკბილეული

გაზიანი სასმლის მსგავსად სისხლში შაქრის დონეზე მოქმედებს ტკბილეულიც და ანალოგიურ ეფექტს იწვევს. სისხლში შაქრის დონის სწრაფი ცვლილება უენერგიობის და ცუდი განწყობის მიზეზი ხდება. დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტ შაქარს მიირთმევთ – დაღლილობის შეგრძნებაც უფრო მეტი იქნება.

3. შემწვარი ქათამი

ეს ნამდვილად გემრიელი კერძია, თუმცა მისი მირთმევის შემდეგ ადამიანები უჩვეულო დაღლილობას გრძნობენ. შემწვარი საკვების გადამუშავება, განსაკუთრებით კი ხორცის, ძალიან რთულია და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. ცხიმებისა და მარილის მიქსი ენერგიის შემცირების მიზეზიც ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები