LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 პროცენტიც აღარ გექნებათ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და სარკეში ჩაგახედებთ: ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს

78
Untitled design (4)

“რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, რამ შეგიშალათ ხელი, ან ვინ შეგიშალათ, რომ მოსულიყავით და დასწრებოდით საკომიტეტო მოსმენას გუშინ, ვინმემ ხომ არ დაგაკავათ ან გაგაკავათ”, – ასე მიმართა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც თქვა, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ანტიკონსტიტუციურია.

“ის 3%-ც აღარ გექნებათ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და სარკეში ჩაგახედებთ”. – მიმართა მან ნაცვლიშვილს.

“გმადლობთ კრიტიკისთვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ. ვერც ხალხს ხვდებიან, სახეში ვერ უყურებენ – ვერც შეხედავს ის ხალხი, ვისი ადგილებიც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში თავისუფალია.” – განაცხადა ოხანაშვილმა და ნაცვლიშვილს უთხრა, რომ მოხარულია – ეყოთ გამბედაობა, შევიდნენ პარლამენტში და პლენარულ სხდომაზე განცხადებას აკეთებენ.

მისივე განცხადებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ აღსრულების ჩაშლიშკენ მიდიან, მაგრამ ამის საშუალებას მათ მმართველი გუნდი არ მისცემს:

“თუკი „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მიიღეს მლნაწიმეობა, თქვენ რამ შეგიშლაათ, ასეთი პოლიტიკურად მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ საუბრობთ და პოლიტკორექტულობაზე მიგვითითებთ.  პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა –  ეს არის თქვენი პრობლემა და თქვენი პასუხისმგებლობა. ამომრჩეველი გაგცემთ ამაზე პასუხს.

არაფერი შემოსადავებელი არ გაქვთ, რაზეც აიღეთ პასუხისმგებლობა, საბოლოოდ არ ვიცი რას ცდილობთ, ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება აღსრულების ჩაშლიშკენ მიდიხართ, მაგრამ ამის საშუალებას ჩვენ არ მოგცემთ. „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, იმ ევროპული შეთანხმების, რასაც მოვაწერეთ ხელი და ის ამნისტიის აქტიც იმიტომ დავაინიცირეთ, იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებიღაც მოხდა შეთანხნება.” – თქვა ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები