LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ოქტომბერს „შემოდგომის თბილისი“ ლა სკალას კამერული ორკესტრის კონცერტს უმასპინძლებს

113
laskala orchkstr

3 ოქტომბერს 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ სტუმარი იქნება  მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი. კონცერტი 3 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება.

ორკესტრი გამოდის მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებსა და ფესტივალებზე ცნობილ ინსტრუმენტალისტებთან და ოპერის მომღერლებთან ერთად, თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან, რომლებიც გამოდიან ლა სკალას საოპერო თეატრში.

მათ კონცერტს თბილისში უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე, სოლისტი კი იქნება ალტისტი – სიმონიდე ბრაკონი.

კონცერტზე შესრულებული იქნება ა.ვივალდის, ე.გრიგის, მ.ბრუხის, ქ.პენდერეცკისა და ვ.კახიძის ნაწარმოებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები