LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მთავარი შეცდომა, რომელსაც წონის კლების მსურველები უშვებენ

57
Capture

დიეტოლოგმა დაასახელა სამი მთავარი შეცდომა, რომელსაც წონის კლების მსურველები უშვებენ. ამ შეცდომების დამსახურებით დასახული შედეგის მიღწევა უჭირთ ხოლმე, ორგანიზმსა და ფსიქიკას კი იზიანებენ.
სინამდვილეში დიეტა ძალიან დეტალურად უნდა იყოს დაგეგმილი და სწრაფ კლებაზეც არ უნდა ორიენტირდეთ.

1. ზედმეტად მკაცრი დიეტა არ მუშაობს
ადამიანს არ შეუძლია რომ მუდმივად შეზღუდულად იკვებებოდეს. ასე რომ, როცა კი დიეტა სრულდება, დიეტაზე მყოფი შესაძლოა დანებდეს და მიირთვას ის პროდუქტები, რომელიც აქამდე ეკრძალებოდა. გარდა ამისა, მკაცრი მენიუს გამო ადამიანს მუდმივი დაღლილობის გრძნობა და უენერგიობა შეაწუხებს.

2. არ იჩქარო

ხანმოკლე ექსტრემალურ დიეტებს როგორც წესი, მყარი შედეგი არ მოაქვთ და სხეული დაკარგულ კილოგრამებს მალევე იბრუნებს. იმისათვის, რომ ორგანიზმი არ დასტრესოთ და ოცნების ფორმებიც მიიღოთ, უმჯობესია ეს აუჩქარებლად გააკეთოთ. ის დიეტები, რომელიც მეტი რამის მირთმევის უფლებას გაძლევთ, უკეთესად მუშაობს ხოლმე.

3. კვებითი ღირებულება

ყველა ის დიეტა, რომლითაც ადამიანი საკმარისი რაოდენობის კვებით ღირებულებას ვერ იღებს, საზიანო და არასწორია. გახდომის ასეთი მეთოდი შესაძლოა ეფექტური იყოს ხანმოკლე პერსპექტივაში, თუმცა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ბევრად სერიოზული იქნება და მომავალში ცხოვრების ხარისხზეც აისახება.