LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც საქართველოს რკინიგზამ წელს მიაღწია

80
4

არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზამ“  მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან   მიღებული შემოსავლები, რეკორდულად მაღალი შედეგებია საკონტეინერო გადაზიდვებში, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა  დირექტორმა   დავით ფერაძემ “თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში,  სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.

საქართველოს რკინიგზისგენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის” განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.

ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზიაევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა  აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები  მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს.  გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს  ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ –  განაცხადა  თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები