დედამიწაზე იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს, თუმცა, ხშირად, სხვადასხვა ქვეყნის მონახულება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების მოსახლეობისთვისაც ხშირად, პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ არის სამსახურები, სადაც დასაქმებულებს წელიწადში 100 ათას დოლარს, ან მეტს უხდიან. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს მოგზაურობის პრობლემა არასოდეს ექნებათ, რადგან ეს მათი სამსახურის სპეციფიკიდანაც გამომდინარეობს :
- მფრინავი, საშუალო ხელფასი 134 000 დოლარი
მფრინავები, ბუნებრივია, უამრავს მოგზაურობენ და ამაში მათ კარგადაც უხდიან. აშშ-ში მათი ანაზღაურება, საშუალოდ, 134 ათასი დოლარია.
- გეოფიზიკოსი, საშუალო ანაზღაურება 119 380 დოლარი
როდესაც მუშაობა გიწევთ აქტიურ ვულკანებთან და ფარულ ოკეანეებთან, აუცილებლად მიგიყვანთ საკუთარი საქმიანობა დედამიწის ყველაზე საოცარ ადგილებში. სიამოვნებას საქმიანობით ნამდვილად მიიღებთ, თუმცა სპეციალობის მნიშვნელობისა და რისკების გათვალისწინებით, ანაზღაურებაც სოლიდური გექნებათ.
- რეგიონული გასაღების სამსახურის სპეციალისტი, საშუალო შემოსავალი 103 500 დოლარი
თუ არც ავიაციის სკოლაში გისწავლიათ და არც გეოფიზიკა გიზიდავთ დიდად, მაღალი ანაზღაურება თუ გსურთ, ეცადეთ რეგიონული გასაღების სამსახურის სპეციალისტის პოზიცია დაიკაოთ. სამსახურის გამო ხშირად მოგიწევთ რეგიონში მოგზაურობა. შესაძლოა, ხშირად არ მოგიწიოთ საერთაშორისო ფრენები, თუმცა ეგზოტიკური დასვენების მოწყობას ნამდვილად შეძლებთ.