LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ივნისს, ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა – დაღუპულთაგან ორი დედა-შვილია: სერგეი გაიდაი

66
ლუგანსკი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, 3 ივნისს, ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მისივე ცნობით, დაღუპულთაგან ორი დედა-შვილია.

„ქალაქ გორსკოეში 3 ივნისს რუსული არმიის მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა და ბავშვი. ქალაქ ზოლოტოეში კიდევ ერთმა ადამიანმა მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. ასევე გახდა ცნობილი გორსკოეში 3 დღის წინ მოკლული ადამიანის შესახებ“. – წერს გაიდაი.

მისივე განმარტებით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს.

„მომდევნო ჯერზე სცადეს დასახლებულ პუნქტებს შორის კავშირის გაწყვეტა – დაბომბეს კიდევ ერთი ხიდი. გუშინ ერთ-ერთი ჭურვი ბინას მოხვდა, საბედნიეროდ, მამა-შვილი, რომელიც იქ იყო, გადარჩა. ჩვენმა მებრძოლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო და ტერიტორიის დაახლოებით 70% იყო დაპყრობილი, ახლა ჩვენ უკვე დავიბრუნეთ დაახლოებით 20%“. – ამბობს გაიდაი.