3 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„კვირას, 2022 წლის 3 ივლისს, საკვირაო ღვთისმსახურების ბოლოს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები. წირვა დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.