LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 დღიანი შიმშილი იმუნურ სისტემას ბოლომდე აღადგენს

1952

ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა, 3 დღიანი შიმშილი ორგანიზმს აჯანსაღებს და მის იმუნურ სისტემას აღადგენს. კვლევას სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერები აქვეყნებენ და ამბობენ, რომ ეს მეთოდი ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ შიმშილი უწყობს ხელს ორგანიზმში ახალი, სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ინფექციებს ებრძვიან. ეს კი ფანტასტიკურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მაგალითად  პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. ასევე ხანდაზმულები, რომელთა იმუნური სისტემა ასაკთან ერთად რეგრესს განიცდის.

კვლევა აჩვენებს, რომ შიმშილის შედეგად ორგანიზმში სისხლის თეთრი უჯრედები წარმოიქმნება, რომლებიც მთლიანად აღადგენს ჩვენს იმუნურ სისტემას. ვალტერ ლონგო, USC Davis School of Gerontology-ის პროფესორი და კვლევის ავტორი ამბობს: „როცა თქვენ შიმშილობთ, ორგანიზმი ცდილობს შეინახოს რაც შეიძლება მეტი ენერგია. ამის საუკეთესო საშუალება კი ყველა მავნე უჯრედის გადამუშავებაა, განსაკუთრებით კი საუბარია დაზიანებულ უჯრედებზე. თუ იმუნური სისტემის მუშაობას ქიმიოთერაპიისა და დაბერების პროცესი აფერხებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შიმშილი მას მთლიანად აღადგენს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები