თბილისში მიმდიანრე მოვლენებს ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კიდევ ერთხელ ეხამურება და ამბობს, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს სამ დღეში შემოუერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ინგლისურ და ქართულ ენაზე დაწერა.
“ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით! რამდენიმე დღის წინ პრორუსული “ქართული” მთავრობის ბრძანებით, პოლიციამ ახალგაზრდა მშვიდობიან ადამიანებს ესროლა, რომლებიც ქუჩაში აპროოტესტებდნენ! ბევრი ადამიანი დაშავდა და თვალი დაკარგა! რამდენიმე კომაშია! გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს! დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ პუტინი.
გული მტკივა თქვენთან რომ არ ვარ! 3 დღეში მეც შემოგიერთდებით და იქამდე იმედი მაქვს რომ ნაძირლებს გადააყენებენ და დასჯიან! ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის!” – წერს ანიტა რაჭველიშვილი.
https://www.facebook.com/AnitaRachvelishviliOfficial/photos/a.10150365210173100/10156466398418100/?type=3&theater
შეგახსენებთ, ქართველი არტისტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ტურისტულ ემბარგოსაც გამოეხმაურა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდა.
"წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს!" - ანიტა რაჭველიშვოლი ტურისტებს საქართველოში იწვევს
მეცო-სოპრანო ქართულად, ინგლისურად და იტალიურად აქვეყნებს სტატუსს