მსხვერპლით დასრულდა სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვება. “პეგასუსის” ავიახაზების თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა. usatoday-ის ინფორმაციით, დაღუპულია 3, დაშავებულია 179 მგზავრი. ავიაკომპანია პეგასუსი ცნობით, ბორტზე ძირითადად თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ასევე 20 უცხოელი მგზავრი 12 ქვეყნიდან.
“პეგასუსის” თვითმფრინავი მოცურდა და ხევში ჩავარდა – რა მოხდა სტამბოლში
იყვნენ თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ შესულა. გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა.
თვითმფრინავი რეისს იზმირის პროვინციიდან ასრულებდა. მომხდარის მიზეზად ძლიერი ქარი და წვიმა სახელდება. ინციდენტის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა.რეისები კი თურქეთის სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.