LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისთვის ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

120
ბავშვთა მიმართ ძალადობა

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,“ – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ სრულად გაიზიარა  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებული ო.წ. დამნაშავედ ცნო.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ო.წ. სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვანის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ო.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყების განცხადებით, პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები