LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 მაისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

89
2121

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 მაისის 23:00 სთ-დან 30 მაისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაა, რომლის ფარგლებშიც გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირება მოხდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის და სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებზე.