LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს

85

საქართველოში 29 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით კიდევ მოიმატებს. თბილისში 1-2 აგვისტომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება.

„აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან აგვისტოს დასაწყისამდე, 1-2 აგვისტომდე, უმეტესად უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 29 ივლისიდან მოიმატებს და შესაძლოა, 40 გრადუსს მიუახლოვდეს

თბილიში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 ივლისს 34-36 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 ივლისს შესაძლოა, 36-38 გრადუსამდე მოიმატოს,“ – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმაც, რომელიც ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაზე არ იმოქმედებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსი იქნება, თუმცა ღამით ცალკეულ რაიონებში, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმებს ელჭექით ვარაუდობენ.

დოდო გვაზავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო  რაიონებში დაახლოებით 27-29 გრადუსზე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი, 34-35 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები