Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს

1044
ევენთის ბანერი

2022 წლის 28 მაისს 12:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იქნება მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამა და საექთნო  და სამეანო საბაკალავრო პროგრამები.

13:00 საათიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მათ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას  უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენენ.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N33, თსსუ–ის III კორპუსი.