LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 მაისს Black Sea Arena სეზონს OneRepublic-ის კონცერტით გახსნის

168
268345765-328103695857514-4606258266711957798-n

წარმოიდგინე მუხტი, რომელიც შენს საყვარელ სცენას მთლიანად მოიცავს! 2022 წლის 28 მაისს, არენას მონატრებული სცენა OneRepublic-ის კონცერტით ბრუნდება! ამ ხნის მანძილზე, ჩვენს სცენას ყველაზე მეტად მსმენელის გაზიარებული შთაბეჭდილებები და არტისტებისგან დატოვებული ენერგია მოენატრა, სწორედ ამიტომ Black Sea Arena ყველაზე დასამახსოვრებელ დაბრუნებას და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გპირდებათ.

ახლა კი თავგადასავალი არტისტის გაცნობით დავიწყოთ.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, პირველ მნიშვნელოვან წარმატებას კი 5 წლის შემდეგ, კომპოზიცია Apologize – ით მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც, სახელწოდებით Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება.

პარალელურად, ჯგუფის ვოკალისტი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე იყო – მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce-ის, Adele-ის, Maroon 5-ის და Leona Lewis-ის დისკოგრაფიებში მოხვდა. ამის მიუხედავად OneRepublic- ის წარმატებული სვლა არ შენელებულა. 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელშიც ისეთი კომპოზიციები შედის, როგორიცაა All the Right Moves, Secrets და Good Life.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3-მილიარდიანი მსმენელით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი, ბენდი კი ახალი თაობის საყვარელი პროექტი გახდა.

Black Sea Arena-ს სცენაზე 2022 წლის 28 მაისს, სწორედ OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება. თავგადასავალში მონაწილეობისთვის კი ბილეთების შეძენა 28 იანვრის 18:00 საათიდან, არენას ვებგვერდის – www.bsa.ge – საშუალებით შეგიძლიათ. ბილეთის ფასი 80 ლარიდან იწყება. კონცერტი კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება და მასზე მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მსმენელები დაიშვებიან.

Black Sea Arena-ს წლევანდელი თავგადასავალი მხოლოდ OneRepublic-ის კონცერტით არ შემოიფარგლება. იმისათვის რომ 2022 წლის თავგადასავლის არც ერთი პუნქტი არ გამოგრჩეს თვალი ადევნე სიახლეებს, რომლებსაც არენას ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გაგაცნობთ.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც  აქტიურად უთმობს, რითიც ცდილობს ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები