28 აგვისტოს კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ლიანა ისაკაძემ დააფუძნა, კვლავ ბათუმში გრძელდება. მუსიკალური ღონისძიების რიგით მესამე დღეს მსმენელის წინაშე საინტერესო პროგრამით ანა-ლიზა ბეზროდნი და იან-ერიკ გუსტავსონი წარდგებიან დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად.
გთავაზობთ „ღამის სერენადების“ 28 აგვისტოს პროგრამას:
ბენჯამინ ბრიტენი – უბრალო სიმფონია
პაბლო სარასატე- კარმენ ფანტაზია
ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო
ანტრაქტი
სულხან ცინცაძე – მინიატურები
ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსთვის
იან-ერიკ გუსტავსონი – ჩელო
ვახტანგ მაჭავარიანი – დირიჟორი
ბენჯამინ ბრიტენი „უბრალო სიმფონია“
ბენჯამინ ბრიტენი მე-20-2 საუკუნის უდიდესი ამერიკელი კომპოზიტორია. მისი „ უბრალო სიმფონია“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქმნილებად არის მიჩნეული და „ა ლია ბაროკოს“ სტილში ორგანულად ჩაერთვება პროგრამაში. ბრიტენმა ის 20 წლის ასაკში დაწერა და სიმფონიის 4 – ვე ნაწილი მე -18 საუკუნის სუიტის ნაწილებივითაა.
პაბლო სარასატე „კარმენ ფანტაზია“
„კარმენ ფანტაზია “ პაბლო დე სარასატეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია. იგი შექმნილია ვიოლინოსთვის ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ თემაზე და პირველად შესრულდა 1882 წელს ფორტეპიანოს თანხლებით. კარმენ ფანტანი არის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად რთული შესასრულებელი ნაწარმოები და ხშირად სრულდება სავიოლინო კონკურსებში. ოპერით შთაგონებული მღელვარე ტემპერამენტისა და შესასრულებლად ურთულესი ტექნიკის გამო იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავიოლინო ნაწარმოებად.
ვაჟა აზარაშვილი კონცერტი ჩელოსთვის
ვაჟა აზარაშვილი თავის შემოქმედებაში დიდ ყურადღებას უთმობს ინსტრუმენტული კონცერტის ჟანრს. 1969 წელს კომპოზიტორმა შექმნა კონცერტი ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის. ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა. ის წარმატებით შესრულდა როგორც ქართულ, ისევე ევროპის საკონცერტო დარბაზებში.
28 აგვისტოს ღონისძიებით დასრულდა „ღამის სერენადების“ ის ნაწილი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი. 2 სექტემბრიდან ის თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი ა– „არტ ალიანსი“.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
პარტნიორები – კომპანია „თელასი“; ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.
პროექტის მედია-მხარდამჭერები – აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TVპირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედია მარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”; ვიდეო-პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.