LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

270 მეტრი 30 წამში – ზიპ-ლაინთან რიგი დგას (ვიდეო)

208

270 მეტრი 30 წამში – ეს მანძილი „ფორტუნამ“ ახალი ექსტრემალური ატრაქციონის „ზიპ- ლაინ ნარიყალას“  საშუალებით დაფარა.

პროფესიონალი ინსტრუქტორების დაპირება , რომ ატრაქციონი უსაფრთხოების ყველა სტანდარტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს, თავისუფალი ფრენის შეგრძნებით დასატკბობად საკმარისია.

ახალი ატრაქციონს ადრენალინის მოყვარულები ნამდვილად არ აკლია , ბოტანიკურ ბაღში დღეს რიგი მთელი დღეა არ წყდება, შორიდანვე გაიგონებთ  დამშვებთა აღტაცებულ შეძახილებსაც. ზიპ-ლაინზე დღეს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შვილთან ერთად დაეშვა.

 

 

 

ატრაქციონი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ექსტრემის მოყვარულებს, დღეიდან მოემსახურება, ერთი დაშვების ფასი 30 ლარია, ატრაქციონზე 141 სმ-ზე მაღალი და მაქსიმუმ 110 კილომდე  პირები დაიშვებიან.  დაშვებისას ბოტანიკური ბაღის ხედებითაც შეგიძლიათ დატკბეთ, ატრაქციონი საღამოს 9 საათამდე მუშაობს .

„ფორტუნა „ გირჩევთ  გადალახოთ სიმაღლის შიში, დაეშვათ  ნარიყალას ციხიდან „ ზიპ-ლაინით“ და დაათვალიეროთ ბოტანიკურ ბაღი „ჩიტის თვალით“.

“ფორტუნას” ჟურნალისტი თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები