LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის ქალი „გათხოვდი… გათხოვდი-ს“ ძახილით მშობლებმა ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანეს

254
Capture

ჩინეთის მკვიდრს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო მას შემდეგ, რაც მშობლები მუდმივად მეორე ნახევრის პოვნასა და ოჯახის შექმნაზე ესაუბრებოდნენ. 27 წლის ქალის ისტორია გამოცემა South China morning post-მა გაავრცელა.

ჩენ ლიანმა ექიმს უჰაერობისა და სახსრების ტკივილის პრობლემით მიაკითხა. მედიკოსებმა პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ყველა სიმპტომი შფოთვითი აშლილობითაა გამოწვეული.

ქალის მკურნალმა ექიმმა ისიც დაადგინა, რომ უჰაერობა პაციენტს ოჯახში მომხდარი დიდი სკანდალის შემდეგ დაეწყო.

„მისი სიტყვებით, მშობლები მუდმივად ოჯახის შექმნაზე ესაუბრებოდნენ და ამას კატეგორიულადაც კი მოითხოვდნენ.

ბოლოსდაბოლოს ჩენის მოთმინების ფიალა გაივსო და სერიოზული კონფლიქტი მოხდა“ – განაცხადა ექიმმა და ისიც დაამატა, რომ შფოთვითი აშლილობა სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია.

ჩინეთში ბოლო 10 წელი ქორწილების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. პიკი 2013 წელს იყო, როცა 13,5 მილიონი ოჯახი შეიქმნა. თუმცა, 2021 წელს დაოჯახებულთა რიცხვმა 7,6 მილიონამდე იკლო. გაიზარდა მექორწილეთა ასაკიც, თუკი ადრე ჩინელები 20-24 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ, ახლა ოჯახებს 25-29 წლის ასაკში თუ ქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები