LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის დიასახლისმა 2 ლარად 14 280 ლარი მოიგო

229
მთავარი ფოტო

ამჯერადაც, მოგებული ბილეთი ბათუმში გაიყიდარუსუდან უგულავამ „ლოტო 6/42“-ის ბილეთი ბათუმში, თამარის დასახლებაში, იგივე ჯიხურში შეიძინა, სადაც, სულ რაღაც, ერთი თვის წინ ჯეკპოტი – 1 182 454 ლარი გათამაშდა.

რუსუდანმა იღბლიანი ბილეთი გათამაშებამდე რამდენიმე საათით ადრე შეავსო და 2 ლარად 14 280 ლარი მოიგო.

რუსუდანი 27 წლის დიასახლისია, ის ერთი წლის დემეტრეს დედაა. რუსუდანის მეუღლე დროებით უმუშევარია. ოჯახი მოგებული თანხით ავტომობილის შეძენას და, რა თქმა უნდა, ლატარიის თამაშის გაგრძელებას გეგმავს.

საქართველოს ეროვნული ლატარია ულოცავს რუსუდან უგულავას მოგებას და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები