გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
რთული კვირა გელით. ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გეცლებათ ხელიდან. ეს ხასიათზეც აისახება და შესაძლოა, საკუთარი გარეგნობა მძაფრად გააკრიტიკოთ. გამოიყენეთ ეს კვირა საკუთარ თავში გასარკვევად.
კურო
ის, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში გაშინებთ, ამ კვირაში მთელი სიცხადით წარმოჩინდება. ვეღარ დააიგნორებთ იმას, რასაც ამდენი ხანია საკუთარ თავს უმალავდით. გაეცით ყველა კითხვას პასუხი. რა გსურთ, რა გაშინებთ, რას შეცვლიდით?
ტყუპები
შუა კვირიდან, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება. პარტნიორი ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რაც პირადი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ კვირაში, საერთო მეგობართან რაღაც უთანხმოება გელით.
კირჩხიბი
ეს კვირა ისეთი დატვირთული გექნებათ, რომ რომანტიკული ურთიერთობებისთვის საერთოდ ვერ მოიცლით. თუ გყავთ პარტნიორი, იგი თავად აიღებს ინიციატივას, დამღლელი დღის ბოლო ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ.
ლომი
პარტნიორთან მოულოდნელი და არასასიამოვნო საუბარი გექნებათ ისეთ თემაზე, რომელიც ორივეს ტონუსში ჩაგაგდებთ. რაღაც ისეთი ინფორმაცია გამომჟღავნდება, რომელთანაც ერთ-ერთ მხარეს კავშირი აქვს.
ქალწული
პარტნიორს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. მთლიანად მასზე ხართ გადართული, რის გამოც საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ გრჩებათ. თუ ეს დანაკლისი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ ეს კვირა მხოლოდ თქვენ თავზე იფიქროთ.
სასწორი
პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. ამის განმაპირობებელი ფაქტორი რამდენიმეა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკთხებია. თუ არ მოგწონთ სტატუს კვო, მოძებნეთ ალტერნატივა.
მორიელი
თუ მარტო ხართ, ამ კვირაში შანსი გაქვთ პოტენციური მეორე ნახევარი გაიცნოთ. ამ ადამიანთან გაცნობისთანავე ძლიერ მიზიდულობას და სულიერ კავშირს იგრძნობთ.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ეცადეთ დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ურთიერთობას დაკარგული ნდობა დაუბრუნოთ. ხოლო თუ მარტო ხართ, ამ კვირაში, შესაძლოა, ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს.
თხის რქა
სანათესაო წრიდან, ერთ-ერთი პირი უხეშად ეცდება პირად ურთიერთობაში ჩარევას. მისი მიზანია თქვენი პარტნიორი გაიცნოს. 15 აპრილამდე ამ ნაბიჯის გადადგმა რეკომენდებული არ არის.
მერწყული
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე პარტნიორთან კამათი გელით. ამ ვითარებაში, არც ერთ მხარეს კომპრომისზე წასვლა არ სურს, რაც მეტად დაამძიმებს გარემოს.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ საერთო ბიუჯეტს, რადგან არამიზანმიმართულმა ხარჯვამ, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ. პირველ რიგში ეს იმ იდეებს დააზარალებს, რომლის განხორციელება დაგეგმილი გაქვთ.