LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 ნოემბერს თბილისის ბიბლიოთეკები ერთი დღით გაიხსნება

82
xzxzxz

27 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველა ფილიალი გაიხსნება, არ გაიხსნება მხოლოდ ის ფილიალები, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ვაკის მედიათეკა, მე-9 ბიბლიოთეკა (ჭავჭავაძის 24) და ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალი. ინფორმაციას თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ავრცელებს.

ბიბლიოთეკების წევრებს, საშუალება ექნებათ, ჩააბარონ ფილიალების დახურვამდე გატანილი წიგნები და წაიღონ ახალი წიგნები. მომხმარებელი ვალდებულია, წიგნები დააბრუნოს ბიბლიოთეკების სრულად გახსნიდან, არაუგვიანეს, ხუთი სამუშაო დღისა.

27 ნოემბერს ფილიალები იმუშავებს 10:00-დან 18:00 საათამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები