ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა, ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთით. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა.
“აფეთქება ადგილობრივი დროით 12.30 საათზე მოხდა, დეტალების მოკვლევა მიმდინარეობს,” – განაცხადა ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენელბა სედიქ სედიქიმ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერ-ჯერობით, არავის აუღია.