ლელა წურწუმია მორიგი კონცერტისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ზაფხულის სეზონზე არაერთი წარმატებული კონცერტი ჩაატარა. ლელა მსმენელის წინაშე „სოჰო ბათუმის“ სცენაზე 27 აგვისტოს წარდგება. მომღერალი კონცერტს ბენდ „NONSTOP“-თან ერთად გამართავს. კონცერტზე მისული მსმენელი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს კიდევ ერთხელ მოისმენს და დაუვიწყარ დროს გაატარებს.
ღონისძიების ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.