LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 აგვისტოდან Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება დროებით იზღუდება: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

1073
ასდა

2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით პფაიზერის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით. – აღნიშნულია განცხადებაში