გასული წელს თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.
თელავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ცნობისათვის, საქმე ეხება 2022 წლის 9 ოქტომბერს, თელავში მომხდარ მკვლელობას.
26 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევრის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევამდე, მამაკაცს ამავე ქალზე ძალადობისთვის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და რამდენიმე დღის წინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.