LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისის საქმე: პროკურატურა ვიდეომასალას ავრცელებს (VIDEO)

130

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაშიც გაკეთდა. უწყება ვიდეომასალასც ავრცელებს, სადაც უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მაღალჩინოსნების დარბევაში მონაწილეობაა ასახული.