LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს

66
cbab3ca2609ceb33e078ee5054f53ec1-XL

26 მაისიდან, საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას განაახლებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ოკაცეს კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00
მარტვილის კანიონი: სამშაბათი – კვირა 10:00 – 18:00

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:

დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;

ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა;

დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;

რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის ზოგად რეკომენდაციებსაც ავრცელებს, კერძოდ:

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;

ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით;

მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;

ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;

გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები