თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ქვეყანაში ინფოიცირებულთა რაოდენობა 9 753-მდე გაიზარდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ქვეყანის მასშტაბით სულ 4 518 ინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. აქედან 8 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ახალი შემთხვევების გადანაწილებას რეგიონის მიხედვით, ენდელაძის განცხადებით:
აჭარა – 259
თბილისი – 111
იმერეთი – 91
სამეგრელო – 25
გურია – 8
ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთი – 5
შიდა ქართლი და კახეთი – 2
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევაა, 4 გარდაიცვალა
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით საქართველოში 4 ადამიანი გარდაცვლილია. მათ შორის 2 აჭარაში – 70 წლის მამაკაცი და 65 ქალბატონი. მესამე პაციენტი 88 წლის ქალი თერჯოლაში, ხოლო მე-4 ინფიცირებული 83 წლის ქალბატონი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მისივე განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე, ერთი კი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.