ცნობილმა მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა, გიორგი გვარჯალაძემ მთავარი არხის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ თავისი უფროსი ქალიშვილის, ლენოს თვითმკვლელობის დღე გაიხსენა.
„მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს – არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება.
"ამ მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა" - გიორგი გვარჯალაძე შვილის გარდაცვალებაზე
ლენო გვარჯალაძის მშობლები გიორგი გვარჯალაძე და ლულუ კახიანი, ახლობლებსა და მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან.
არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი „ექაუნთი“ და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი „მემუარები“, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა”.
4 ივნისს, თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარდაცვლილი გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და ცნობილი მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის შვილია. ლენო გვარჯალაძე 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.