ხულოში 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. შემთხვევა სოფელ დანისპარაულთან, ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობის დროს მოხდა.
აჭარა.News-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა დაზიანებულ ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც ტრანსპორტი ამწედან ჩამოვარდა და მას დაეცა.
დაშავებული თავდაპირველად ხულოს კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ბათუმში კლინიკა BMC-ში გადაიყვანა.
დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.