LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის განმავლობაში პირველად, ტრამპი უმდიდრესი ამერიკელების სიიდან ამოვარდა

59
597546d8-30ed-46a7-a3ef-50bc0ae1ff1e

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების ოთხასკაციანი სიიდან ამოვარდა. სიაში მოსახვედრად მას $400 მილიონი დააკლდა.

წამყვან მილიარდერთა სიიდან დონალდ ტრამპის ამოვარდნის მიზეზად Forbes მის ბიზნესმოუქნელობას ასახელებს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ეთიკის ფედერალურმა კომისიამ მას საკუთარი აქტივების დივერსიფიკაცია ურჩია, თუმცა ტრამპმა უძრავი ქონების აქტივები მაინც შეინარჩუნა. Forbes-ის დათვლებით, ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპმა $2 მილიარდი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, დონალდ ტრამპის ქონება $2.5 მილიარდად არის შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები