LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ნოემბერს ტინა ტერნერის ალბომი – Queen of Rock ‘N’ Roll გამოვა

128
page

25 ნოემბერს ლეგენდარული არტისტის, ტინა ტერნერის ალბომი, Queen of Rock ‘N’ Roll  გამოვა. ნამუშევარში 55 სიმღერა იქნება წარმოდგენილი. კრებული მომღერლის 1975 წლიდან 2000 წლამდე გამოცემულ სინგლებს აერთიანებს, მათ შორისაა ჰიტები: The Best, What’s Love Got To Do With It და ა.შ… აგრეთვე მოვისმენთ Something Beautiful-ის ქავერ ვერსიასაც, რომელიც ტერი ბრიტენმა შეასრულა.

ტინა ტერნერის გარდაცვალების შემდეგ, მისმა რეპერტუარმა 40 მილიონი მოსმენა დააგროვა – ნახეთ „ოქროს სამეული“

შეგახსენებთ, 8 ,,გრემის” მფლობელი არტისტი, როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებული, ტინა ტერნერი მიმდინარე წლის 24 მაისს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არტისტი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. მისი მუსიკალური კარიერა 50 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ტერნერი შთაგონების წყაროდ ისეთი ვარსკვლავების იქცა, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი, ბიონსე და ა.შ…

„ტინა ბევრჯერ დამეხმარა, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ამას არასდროს დავივიწყებ“ – მიკ ჯაგერი ტინა ტერნერს ემშვიდობება

ხანგრძლივი ავადმყოფობა, მეუღლის მიერ გადანერგილი თირკმელი და შვილის გარდაცვალება – ნახეთ ტინა ტერნერის უკანასკნელი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები