LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25-26 მაისს, ღამის საათებში გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

47
Untitled design (2)

25 და 26 მაისს, ღამის საათებში გორის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

?  25 მაისის 23:00 სთ-დან 26 მაისის 02:30 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე;

?  26 მაისის 02:30 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე.

გადაადგილებაზე შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობს:

?  საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე;

?  საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე;

?  აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.