პლატფორმამ reviews.org-მ ახალი კამპანია წამოიწყო. ორგანიზაცია 2,400 აშშ დოლარს გადაუხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტრონული მოწყობილობების გარეშე 24 საათს გაძლებენ.
„2021 წლის ციფრული დეტოქსის გამოწვევაში“ მონაწილე პირებმა ერთი დღე-ღამით ისეთი ნივთებით სარგებლობისგან უნდა შეიკავონ თავი, როგორიცაა სმარტფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი და პერსონალური კომპიუტერი.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს „ამაზონის“ 200 აშშ დოლარი ღირებულების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
რეგისტრაცია ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.