LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის წინ გაყინული ემბრიონით ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა

41

გამოცემა „დეილი მეილი“ სამედიცინო სასწაულის შესახებ წერს. 25 ნოემბერს ქვეყანას პატარა გოგონა, ემა მოევლინა, რომელიც 26  წლის ტინა გიბსონმა  გაყინული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის მეთოდით გააჩინა. საინტერესოა, რომ ემბრიონი 24 წლის განმავლობაბში ინახებოდა და ესა არის ინ ვიტრო განაყოფიერების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული ემბრიონი.

ტინამ და მისმა მეუღლემ ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს მას შემდეგ მიმართეს, რაც კისტოზური ფიბროზის დიაგნოზის გამო ტინამ  დაორსულება ვერ შეძლო. ამ დროის მანძილზე 1992 წელს გაყინული ემბრიონი  ტენესისის შტატში, სპეცილურ ცენტრში ინახებოდა.  2017 წლის დასაწყისში ემბრიონი   საშვილოსნოს ღრუში გადაიტანეს და ორსულობაც დადგა, რომელიც ფიზიოლოგიურად 40 კვირის მანძილზე გრძელდებოდა. პატარა ემა ქვეყანას ნოემბერში მოევლინა და ის 2950 გრამს იწონიდა. ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული ემბრიონი 19 წელს ითვლის.

ექსპერტები ამ მოვლენას საწაულად აფასებენ, რადგან 24 წლის წინ ემბრიონის შექმნისა და გაყინვის პროცესი მოძველებული მეთოდით ხდებოდა, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ეჭქვეშ აყენებდა. თეორიულად ემბრიონს შეუძლია ასწლეულის მანძილზე იყოს გაყინულ მდგომარეობაში, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები იშვიათობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები