LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 სექტემბერს ბათუმში ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა

2336
ბათუმის კლინიკა

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ცნობით, 24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 სექტემბერს, ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა.

კლინიკის ინფორმაციით, სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში 24 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. კატერის თოკის დარტყმის ძალამ კი შინაგანი ორგანოების შერყევა გამოიწვია.

„კერძოდ, დაზიანდა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები. პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა.

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე.“ – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები