LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათში 8 გამოჯანმრთელებული, ასეთი შემთხვევა არ გვქონია – ლალი ტურძელაძე

219
1585233610-ექიმი

“მინდა გაგახაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, გუშინ საღამოს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი გავწერეთ და დღესაც 4-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა”,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით 24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია.

“კიდევ გვაქვს აღებული მეორეჯერადი ტესტები და შესაძლოა, ხვალაც გავწეროთ პაციენტები, რაც ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ამ შემთხვევებში კოვიდს ვიმორჩილებთ და ადამიანებს მისგან ვათაისუფლებთ“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები