LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიბრუნოთ, რაც დავკარგეთ – რა გამოსავალს ხედავს გიორგი გახარია

382
67658064-2020594114709244-679408906480386048-o

2008 წელი, როგორც გაკვეთილი, რომ ომი გამოსავალი არაა და 24 საათიანი შრომა განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნისთვის – შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიქოზში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა.

გიორგი გახარიამ ადგილობროვებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას შეუძლია.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა, გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე , მათ მომავალზე და პირველ რიგში დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა“, – განაცხადა გახარიამ.

მემორიალის გახსნის შემდეგ გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზზე ზემო ნიქოზის საგუშაგოშიც იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები