LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება

76
Drybridge

დედაენის ბაღში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის ხიდსა და ხიდის ქუჩის (მშრალი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 დეკემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდებათ იუსტიციის სახლის მხრიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილისა და კოსტავას ქუჩების, რუსთაველის გამზირის, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ტოლსტოის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსი – N20 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, უზნაძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების დახმარებით, ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდება და დადგენილი სქემით იმოძრავებს;

როგორც მერიაში განმარტავენ, ავტობუსი – N23 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდება ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით, ავტობუსი თავისუფლების მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე გადაადგილდება და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს;

მიკროავტობუსი – N50 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობს, დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „ავლაბარს“. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ გაივლის ხეთაგუროვის ქუჩას, რის შემდეგაც, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდება და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

მიკროავტობუსები – N6, N49 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილდებიან ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით, თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ;

ამასთან, მიკროავტობუსი – N140 თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ჭანტურიას ქუჩიდან გადაადგილდება თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება. შემდეგ, მიკროავტობუსი გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N140 იმოძრავებს დადგენილი სქემით;

მიკროავტობუსი N150 კი გორგასალის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან სვლას განაგრძობს ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით, ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით კი, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მიკროავტობუსი პუშკინის ქუჩასთან მობრუნებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლებს და გორგასალის ქუჩაზე მოხვდება, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები