LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 და 25 იანვარს ანსამბლი „მართვე“ საბერძნეთში კონცერტებს გამართავს

169
ანსამბლი მართვე

2024 წლის 25 და 26 იანვარს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” მოწვევით, საბერძნეთის დედაქალაქს ესტუმრება ქართული ხალხური სიმღერების ბიჭუნათა ლეგენდარული ანსამბლი „მართვე”, 50 ბიჭის შემადგენლობით (სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი & ლოტბარი, ვარლამ ქუტიძე).

ათენში ანსამბლ „მართვეს” პროგრამა ორ საღამოს მოიცავს, რომელზეც შესაძლებელი იქნება ფართო საზოგადოების დასწრება:

25.01.2024, ხუთშაბათი.

18:00 საათი: ათენის წმ. პანტელეიმონის სახ. ტაძარი.

19:00 საათი: ათენის ისტორიული კინო-თეატრი „სტუდიო” (Studio New Star Art Cinema).

აქ გაიმართება გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანამბლი „მართვე” და ათენში მოქმედი ჩვენი მუსიკალური სტუდია „კავკასია”.

შესრულდება ცერემონიალი – რჩეულ ბერძნული და ქართველი საზოგადოების თანდასწრებით გაიხსნება ო. იოსელიანის სახელობის სავარძელი, შესაბამისი წარწერით.

საღამოს ბოლოს, ნაჩენები იქნება ო. იოსელიანის ადრეული ფილმი „გიორგობისთვე”, ბერძნული ტიტრებით.

26.01.2024, პარასკევი.

19:00 საათი – მელისიის წმ. ცხოველმყოფელი წყაროს სახელობის ტაძარი, სადაც ქართულ-ბერძნულ მეგობრობას მიეძღვნება მცირე კონცერტი.

მიმდინარე ვიზიტი ხორციელდება ანსამბლ „მართვესა” და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას” შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. ხოლო დასრულდება  კუნძულ კერკირაზე (კორფუ) 27 იანვარს დაგეგმილ IV ქართულ-ბერძნული კულტურული დიალოგის დასკვნით გალა-კონცერტში მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები