LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24-25 თებერვალს, გუდაურში, საერთაშორისო ჯაზფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება

162
BeFunky-collage

საერთაშორისო ჯაზფესტივალს Winter Jazz Gudauri წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის კურორტების საერთაშორისო ფესტივალი დაემატა.

მთის კურორტებიდან პირველ ჯაზფესტივალს სახელწოდებით „Winter Jazz“ გუდაური 24-25 თებერვალს უმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს.

საფესტივალო პროგრამას, რომელსაც 14.00 საათზე გახსნის „Soulidan“, გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin. პირველ საფესტივალო დღეს 22.00 საათზე დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ”, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ. 25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ისთერნ ფრომოუშენსი.

ზამთრის ჯაზფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ოფიციალური პარტნიორი – მთის ტრასების სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები