გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 652 707-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 496-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 633 338-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 788 პაციენტი.
ამ დრომდე:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 349 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 20 318, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, PCR ტესტით – 1 961.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 113-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.