LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის ქართველი სტუდენტი, რომელიც საკუთარ ორ ბიზნესს მართავს

99

23 წლის მეწარმე მარიამ იაშვილი წარმოშობით ყვარლიდანაა.  მან ივანე ჯავახიშვილს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრდა და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს.

მარიამი უკვე რამდენიმე წელია მეწარმეობითაა დაკავებული.

ორი წლის წინ სტუდენტმა გოგონამ ‘’აწარმოე საქართველოში“-ს  ფარგლებში დაფინანსებაც მოიპოვა და ყვარელში საოჯახო სასტუმრო – “Violet” გახსნა. სასტუმრო საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს და მომგებიანი ბიზნესიც აღმოჩნდა.

გასულ წელს ,ახალგაზრდა იურისტმა და მეწარმემ გადაწყვიტა პროექტ Yes Georgia-ში ჩართულიყო. ინოვაციურ პროექტში მიღებული ცოდნისა და თანადაფინანსების შემდეგ  ახალი ბიზნეს პროექტი წამოიწყო და  ხილის საშრობი აპარატი შეიძინა, რომლითაც დღეს ქართულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს: ხურმის და კივის ჩირს აწარმოებს.

კომპანია “Da-Chire” -ს (‘’და-ჩირე’’) პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს უკვე  სხვადასხვა მაღაზიებში შეუძლიათ. მეწარმე უახლოეს პერიოდში სხვა ქართული ხილის დამატებას და ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს.

„ამ ეტაპზე ვახერხებ ვისწავლო და ორივე ბიზნესს წარმატებით გავუძღვე. ჩემთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ნამდვილი ქართული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიიღოს. ჩემი ორივე ბიზნესი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და იმედი მაქვს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გავხდი ორივე მიმართულებებს“. – განაცხადა მარიამ იაშვილა.

მაგისტრატურაში სწავლის პარარელურად წარმატებული სტუდენტი ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში და გააფართოოს დაწყებული საქმიანობა.

კომპანია “Da-Chire”-ს (‘’და-ჩირე’’)  პროდუქციასა და სტენდს მომხამერებლები 22 მარტს დაგეგმილ  ფესტივალზე, „მეწარმეთა სივრცე-2018“ გაეცნობიან, რომელიც ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება მარიამისა და პროექტის სხვა ბენეფიციარების პროდუქციის შეძენაც.

ფესტივალის შესახებ:

ფესტივალის ორგანიზატორია Yes Georgia, რომელსაც ფონდი კრისტალი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International და სს მისო „კრისტალთან“ ერთად. ფინანსურ მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალია“. ფესტივალი 22 მარტს, თბილისი მოლში გაიმართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები