ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში, სადაც სანადირო თოფით 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი აჩვენა.23 წლის ახალგაზრდას ტყვია სოფლის გზაზე მიმავალს მოხვდა, მაშინ, როდესაც მისი თანასოფლელი მისგან 100 მეტრში ნადირობდა.
მომხდარს მეზობლები უბედურ შემთხვევად თვლიან და აცხადებენ, რომ გარდაცვლილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა და მას ბიჭი განზრახ არ მოუკლავს.
ბრალდებული ოჯახის წევრების განცხადებით, ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
მომხდარზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.