LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის ჩიხუახუა მსოფლიოში უხუცესი ძაღლია

149
split-image-of-spike-laying-by-a-newspaper-and-spike-looking-up-at-the-camera_tcm25-733529

ამერიკაში, ოჰაიოს შტატში მცხოვრები 23 წლის ჩიხუახუა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, სპაიკი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ძაღლია. ამის შესახებ ინფორმაცია გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

სპაიკმა ცხოვრების დიდი ნაწილი რიტა კიმბელთან გაატარა, ქალთან რომელმაც ის 2009 წელს ერთ-ერთი სუპერმარკეტის სიახლოვეს იპოვა. „ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დაზიანებული ჰქონდა ზურგი“ – იხსენებს პატრონი. ქალმა სპაიკი თავის ფერმაში წაიყვანა, სადაც ცხოველი უკვე 13 წელია ბედნიერად ცხოვრობს.

რიტას თქმით, ჩიხუახუა ახალ სახლს თავიდანვე შეეჩვია. მიუხედავად საპატიო ასაკისა, ყველაზე ხანდაზმული ცუგა ყოველდღიურად დილის 7 საათზე იღვიძებს და ფერმაში ცხოველებს აკითხავს. სპაიკი საკმაოდ მეგობრული ცხოველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გაბრაზებაც შეუძლია და რამდენჯერმე სერიოზული ბრძოლაც გადაიტანა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ძაღლმა გამოჯანმრთელება მალევე შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები