LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 და 24 აპრილს ღამის საათებში გორის გვირაბებში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება

84
გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 23 და 24 აპრილს ღამის საათებში გორის გვირაბებში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 აპრილის 21:00 სთ-დან 24 აპრილის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 აპრილის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.