LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“23 ბავშვია ნინოწმინდის პანსიონატში, დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი“ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

56
2011661290

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში ამჟამად 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ადგილზე იმყოფებიან სოციალური მუშაკები, როგორც უსაფრთხოების გარანტი. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვი არის ნინოწმინდის პანსიონატში. დანარჩენების დიდი უმრავლესობა ოჯახებშია გაყვანილი“. – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით, საპატრიარქოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ბავშვების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

“საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია” – ელჩი ნინოწმინდის პანსიონზე

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ ამ პროცესში ჩართულმა ყველა პარტნიორმა დააფიქსოროს საკუთარი ხედვა და აზრი. ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით შეხვედრა, რადგან როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა.

დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების არარსებობაზე, ოჯახის გაძლიერებაზე და ალტერნატიული ზრუნვის ფორმების ჩამოყალიბებაზე, რომელიც არის მინდობი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამაზე ვისაუბრეთ არა მხოლოდ ნინოწმინდის კონტექსტში, არამედ ზოგადად, დიდი ინსტიტრუციების და დიდი ბავშვთა სახლის კონტექსტში.

შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, რომ დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამსიად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათ საუკეთესო ინტერესების გამოვლენა, მათი ოჯახეში ინტეგრაცია იყოს წახალისებული“. – განაცხადა ბარკალაიამ.

შეხვედრისას მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ყველა საკითხი ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს: ანდრია ჯაღმაიძე