აქტიური დასვენება, გართობა და ელექტრონული მუსიკა ერთ სივრცეში – ეს არის Festival ,,Haerze”, რომელიც საირმესთან ახლოს, ზეკარში ჩატარდება.
ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ქართველი არტისტების მხარდაჭერა, ახალი რეგიონის აღმოჩენა და ამავდროულად, ფართო საზოგადოების განწყობის ამაღლება. სწორედ ამიტომ, ღონისძიებას განსხვავებული კონცეფცია ექნება და სცენა მხოლოდ ქართველ არტისტებს დაეთმობათ.
„ძალიან გვიხარია რომ ახალ სივრცეს ვქნით ახალ რეგიონში, განსხვავებული კონცეფციით და იდეით. წვლილი შეგვაქვს რეგიონის ტურისტულ და კულტურულ განვითარებაში. ჰაერზე – ეს არის სივრცე მთებში, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საინტერესო და უცნობი ადგილები, მოუსმინოთ საყვარელ არტისტებს, დაკავდეთ სპორტით, დაისვენოთ მეგობრებთან ერთად. 2 დღის განმავლობაში, ადგილობრივი სცენის, ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტი დაუკრავს. 34 ქართველი არტისტი, 3 სცენაზე გადანაწილდება.
სტუმრებს დახვდებათ კვების ობიექტები, ბარები, სტარტაპები. ასევე გასართობი და სახალისო აქტივობები, მათ შორის: Archery Tag-ი, „ლევიოსას“ იოგის ინსტრუქტორი, კი სტუმრებს პილატესს და იოგას ავარჯიშებს. იქნება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და თამაშები.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთაისის ტურიზმის ცენტს, ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტს, რომელებიც აქტიურად არიან ჩართულები, რომ ეს რეგიონი ამ მიმართულებით განვითარდეს და მხარს გვიჭერენ.“- ფესტივალის ორგანიზატორი, ანანო თავხელიძე.
“ფესტივალი „Haerze“- თვალწარმტაც ადგილას, ზეკარის ხეობაში, არაჩვეულებრივ და საინტერესო დღეებს პირდება სტუმრებს, ფესტივალში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ახალგაზრდები, რაც ძალიან გვახარებს.
ფესტივალს აქტიურად უჭერს მხარს ბაღდათის მუნიციპალიტეტი და იმედოვნებს, რომ იგი კიდევ უფრო პოპულარულს და მიმზიდველს გახდის ამ რეგიონს, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდები თავისუფალი დროს სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარებენ.
მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ასეთი შესაძლებლობის მოცემისათვის და წარმატებებს ვუსურვებ ამ გუნდს.“ – ნინო მშვილდაძე, ბაღდათის კულტურის სახლის ხელმძღვანელი.
ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია, ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი Mystartup, სადაც 100-ზე მეტი სტარტაპერის, 1500-ზე მეტი უნიკალური და ხელნაკეთი პროდუქციაა განთავსებული.
ფესტივალი „ჰაერზე“ – ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, მუსიკისთვის, დასვენებისთვის, მეგობრებისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, ახალი ადამიანებისთვის და რაც მთავარია, საუკეთესო მოგონებებისთვის.
ფესტივალის მთავარი პარტნიორია კოკა-კოლა. ასევე ესტრელა, ჯიმ ბიმი.
თუ გსურთ თქვენი სტარტაპი წარმოდგენილი იყოს ფესტივალზე, შეავსეთ მარტივი ფორმა
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ.
რუკაზე სანახავად https://bit.ly/Haerze2021
ბილეთების შესაძენად https://tkt.ge/haerze
ფესტივალის ლაინაფი და დეტალები https://bit.ly/haerze2021
23-24 ივლისს გელოდებით #ჰაერზე